კამპანიის შესახებ

ბორჯომის ეროვნული პარკი ერთ-ერთი უდიდესი პარკია ევროპაში. ის ყოველთვის გამოირჩეოდა იშვიათი სახეობის ხეებით და უნიკალური მცენარეებით.

დღეს, ბორჯომის ხეობას ჩვენი დახმარება სჭირდება!

2008 წელს, ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა დიდი ინტენსივობით მოიცვა მაღალი ეკოლოგიური ღირებულების წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარული 950 ჰექტარი ფართობის ტერიტორია. 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა. წლების შემდეგ, ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია, ვერ ხერხდება დაზიანებული უბნების ბუნებრივი განახლება. შედეგად, დამძიმებულია ეროზიული ფონი და ტყის მასივი კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას. შეიმჩნევა ჰაერის ხარისხის მკვეთრი გაუარესება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. კვლევებმა დაადგინეს, რომ ხანძრის შემდეგ, ტერიტორიის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელია და აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანის ჩარევა ტყის სრული რეაბილიტაციისთვის.

გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად!

კამპანიის მიზნია ბორჯომის ტყის სრულად აღდგენა. შეუერთდი კამპანიას, შექმენი ტყის ხელოვნურად სრულად აღდგენის პრეცედენტი საქართველოში!

თქვენი კომპანიის ტყე

კომპანიები, რომლებიც დარგავენ ხეს, შეძლებენ შემდეგი სერვისებით სარგებლობას

კომპანიის ტყე

ტყის უბანს, რომელსაც აღადგენთ, დაერქმევა თქვენი კომპანიის სახელი

რუკა

რუკაზე ნათლად ჩანს კომპანიის მიერ დარგული ხეები, რომელიც შეგიძლიათ განათავსოთ საკუთარ ვებგვერდზე

კალკულატორი

კალკულატორი, რომელიც დაითვლის რა რაოდენობის ემისია შთანთქა თქვენმა დარგულმა ხეებმა

სერტიფიკატი

ხეების დარგვისა და ტყის აღდგენის დამადასტურებელი სერტიფიკატი

ნახე ვიდეო

როგორ გამოიყურება დღეს ბორჯომის ტყე, ხანძრის გაჩენიდან 9 წლის შემდეგ

რას ამბობს ბიზნესი?

ხეების დარგვა ხდება ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით – www.agadgine.ge
ა) თუ ხეების დარგვა გსურთ კომპანიის სახელით, დააწექით ღილაკს "აღადგინე" და შეავსეთ მოცემული ველები "ბიზნესისთვის"
ბ) თუ ხეების დარგვა გსურთ თქვენი სახელით, დააწექით ღილაკს "აღადგინე" და შეავსეთ მოცემული ველები "შენთვის"
კამპანიის მიზანია ბორჯომის ხეობის ნახანძრალი ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს ტერიტორიის გაწმენდას, შემოღობვას, 750 000 ხის ნერგის დარგვას და მოვლას მომავალი 5 წლის მანძილზე. კამპანია აერთიანებს, როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ინდივიდუალურ პირებს.
დარგული ხეების მოვლას პირველი 3 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს სტარტაპი “თრიფექსი”, ხოლო შემდეგი 2 წლის განმავლობაში ხეების მოვლას განაგრძობს ეროვნული სატყეო სააგენტო, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში. ხეების მოვლაში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა, რომელმაც უკვე გაიარა შესაბამისი გადამზადება ხის დარგვისა და ტყის აღდგენის მიმართულებით.
ხეების დარგვის პროცესში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა, რომელმაც უკვე გაიარა შესაბამისი გადამზადება ხის დარგვისა და ტყის აღდგენის მიმართულებით. ასევე ჩართულია მოხალისეთა გუნდი და ნებისმიერი მსურველი, რომელიც წინასწარ გააკეთებს განაცხადს აქციაში მონაწილეობისათვის.
ა) თუ ხეების დარგვა გსურთ კომპანიის სახელით, ხეების მინიმალური რაოდენობა იწყება 100–დან, მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
ბ) თუ ხეების დარგვა გსურთ თქვენი სახელით, ხეების დარგვა შესაძლებელია შემდეგი კომბინაციით:

1 - tee lover
2 - tree lover couple
3 - go green
5 - greenovator
10 - trendsetter
25 - naturalist
50 - Forest saver
100 - Forest owner
ხის გახმობის შემთხვევაში დაირგვება ახალი ნერგი.
ხის ნერგის გახმობა არის ბუნებრივი პროცესი და წინა წლების პრაქტიკა გვიჩვენებს 95%–იანი გადარჩენის მაჩვენებელს. მთლიანი ნერგების 5% ხმება ერთ სეზონზე და შემდეგ მიმდინარეობს შერგვითი სამუშაოები.
სახეობების შერჩევა მოხდება შემდეგი პრინციპით: პირველ რიგში დაირგვება კავკასიური ფიჭვი, მაღალმთის მუხა, მაღალმთისა და მიდვრის ნეკერჩხლები, ხოლო, მომავალში სოჭი და ნაძვი შეერევა.
კონტეინერულ ნერგებს გააჩნიათ გადარჩენის მაღალი მაჩვენებელი და რეკომენდირებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ. კონტეინერული ნერგების წარმოებას საქართველოში ხელი შეუწყო მსოფლიო ბანკის პროგრამამ და შემდგომში განავითარა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა სტელან კარლსონმა (შვედეთი) და დიტერ მიულერმა (გერმანია).
ა) “ბიზნესისთვის” ერთი ხის ფასი შეადგენს 10.00 ლარს.
დარგვისთი სამუშაოების პირველი ეტაპი იწყება 6 მაისიდან და გრძელდება 1 ივნისამდე. სამუშაოების მეორე ეტაპი გაგრძელდება 1 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე.
ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, როდესაც არ არის რეკომენდირებული დარგვა, წარმოებს ტერიტორიების შემოღობვა, გაწმენდა და მოსამზადებელი სამუშაოები.
დიახ, შესაძლებელია ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობის მიღება. ჩვენ პერიოდულად ვათავსებთ მოხალისეთათვის ინფორმაციას და ვიწვევთ მათ დარგვით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად. ადევნეთ თვალი ვებგვერდს www.agadgine.ge და სოციალურ გვერდს
თქვენ მიიღებთ ელ. სერტიფიკატს, სადაც ნაჩვენები იქნება თუ ვის სახელზე დარგეთ ხე და რამდენი. მოგვიანებით მიიღებთ სარეგისტრაციო ბმულს, სადაც გამოჩნდება დარგული ხის ფოტო და გეოგრაფიული ლოკაცია. სახელი, ფოტო და გეოგრაფიული კოორდინატები დატანილი იქნება რეალურ რუკაზე.
ხის დარგვა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, რადგან ონლაინ გადახდები უზრუნველყოფილია მსოფლიო საგადახდო სისტემის, Stripe-ის მეშვეობით
კამპანიასა ახორციელებენს ბია – ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო, და სტარტაპი “თრიფექსი”.
კამპანიას მონიტორინგს გაუწევენ საერთაშორისო ექსპერტები: გერმანიიდან – ალექს ველენბეკი, დიტერ მიულერი; შვედეთიდან – სტელან კარლსონი. ისინი გასცემენ რეკომენდაციებს, თუ რა კომპოზიციით მოხდება ხის სახეობების შერჩევა, ასევე დააკვირდებიან დარგვის პროცესს. კამპანიის ფარგლებში ალექს ველენბეკმა უკვე შეისწავლა ტერიტორია და შეიმუშავა ემისიის ფორმულა, თუ რა რაოდენობის ემისიას შთანთქავს ერთი ხე.

ჩაერთე!
ერთად აღვადგინოთ ტყე.

კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ